სკოლის ისტორია
სკოლის ისტორია
სსიპ გალაკტიონ ტაბიძისსახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა ქართულ საგანმანათლებლო
სივრცეში ერთ–ერთი საუკეთესო სასწავლო დაწესებულებად ითვლება. სკოლამოსწავლეთა
სწავლა–აღზრდაში მიღწეული შედეგითსაფუძველს უყრის ახალ საგანმანათლებლო პოლიტიკას,
რომლისათვისაც უმთავრესია მომავალზე ორიენტირებული მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა.
სკოლაში მიღებული ცოდნა აღსაზრდელის გარკვეულ სოციალურ სტატუსს განაპირობებს და
ცხოვრებისათვის მზაობას გამოხატავს. 51-ე სკოლის ისტორია იწყება 1917 წლიდან. ვერაზე,
სესიაშვილების კერძო სახლისხუთ ოთახში ბინა დაიდო ვერის მე-7 სასწავლებელმა, რომელსაც
ქალბატონი სოფიო ვახვახიშვილი ხელმძღვანელობდა.
1921 წელს ვერის მე–7 სასწავლებელი გადაკეთდა მე–18 შრომის სკოლად, რომლის ხელმძღვანელი
იმჯერად გახდა სასწავლო ნაწილის გამგე ქალბატონი თამარ ხელაშვილი. ის 10 წელი მართავდა
სასწავლებელს, ხოლო 1931 წლის სექტემბრიდან, როდესაც სკოლა შვიდწლედად გადაკეთდა, ერთი
წლის განმავლობაშიგანაგებდა ბატონი ვლადიმერ ქვილითაია. 1932 წელს სკოლის დირექტორად დანიშნეს ბატონი პარმენ ქაჯაია.
იგი 1943 წლამდე ედგა სათავეში ამ სასწავლებელს. იმ დროისათვის სკოლა უკვე პრესტიჟულად ითვლებოდა, მას „პარმენის სკოლადაც“
მოიხსენიებდნენ. სკოლის ცხოვრების ფრაგმენტები გამოყენებულია ქართულ კინოფილმში „ღიმილის ბიჭები“ (ფილმი გადაღებულია
ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის მიერ).

No comments:
Post a Comment